უკრაინის ადგილი NATO-ში არ არის - ხორვატიის პრეზიდენტი
ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-ში არ არის.
ზორან მილანოვიჩის თქმით, რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში, ხორვატია მაქსიმალურად დისტანცირდება მოვლენებიდან.
ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვექნება. ესკალაცია თუ იქნება, გამოვიყვანთ უკანასკნელ ხორვატიელ სამხედროს. უკრაინის ადგილი ნატო-ში არ არის. როდესაც უკრაინაში მთავრობა შეიცვალა, მაშინ ეს იყო მოძრაობა, რომელიც არ იყო დემოკრატიული. ეს იყო გადატრიალება, რომლის დროსაც 50 ადამიანი დაიღუპა. ისტორია ასეთია: უკრაინა მიდის დასავლეთის მიმართულებით ისე, რომ არაფერს ეკითხება რუსეთს, ფიქრობს, რომ ევროკავშირში მას რძის მდინარეები ელოდება. უკრაინა ისევ რჩება მეტნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანად, ევროკავშირს უკრანიისთვის არაფერი მიუცია”, – განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა.