ბაიდენთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი მქონდა, შევთანხმდით სამომავლოდ ერთობლივ ქმედებებზე - ზელენსკი

28.01.22 10:25
ბაიდენთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი მქონდა, შევთანხმდით სამომავლოდ ერთობლივ ქმედებებზე - ზელენსკი

აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, შორის  სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტებმა უკრაინის გარშემო შექმნილი დაძაბულობის დეესკალაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. 

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში  წერს, ხანგრძლივი სატელეფონო საუბრისას განხილული იყო უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციისკენ მიმართული ქმედებები, ასევე უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა.

მქონდა ხანგრძლივი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან. განვიხილეთ დეესკალაციის ბოლო დიპლომატიური ძალისხმევა და შევთანხმდით სამომავლოდ ერთობლივ ქმედებებზე. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ბაიდენს მიმდინარე სამხედრო დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

შეგახსენებთ, რომ  უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობა ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია.უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული. მსოფლიოში არსბეობს მოლოდინი,რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა  უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება.