ABC NEWS-მა ვუპი გოლდბერგი ჰოლოკოსტზე გაკეთებული განცხადების გამო 2 კვირით გაათავისუფლა

02.02.22 19:38
ABC NEWS-მა ვუპი გოლდბერგი ჰოლოკოსტზე გაკეთებული განცხადების გამო 2 კვირით გაათავისუფლა

მსახიობი და ტელეწამყვანი ვუპი გოლდბერგი ჰოლოკოსტზე გაკეთებული განცხადების გამო ABC News-მა ორი კვირით გაათავისუფლა.

"ჰოლოკოსტი არ არის რასასთან კავშირში...  ეს იყო ადამიანების არაჰუმანურობა სხვა ადამიანების მიმართ, აი რასთან არის კავშირში", - თქვა  მან გადაცემა The View-ში. 

მალევე მსახიობმა სკანდალური განცხადების გამო ბოდიში მოიხადა: 

"უნდა მეთქვა, რომ ორივესთან კავშირშია. ებრაელ ხალხს მსოფლიოს გარშემო ყოველთვის ჰქონდა ჩემი მხარდაჭერა და ეს არასდროს შეიცვლება. ბოდიში ვიხდი იმ ტკივილისთვის, რაც გამოვიწვიე", - დაწერა მან "ტვიტერზე". 

ABC News-ის დირექტორმა ვუპი გოლდბერგის ნათქვამს "არასწორი და საზიანო" უწოდა.

"ABC News-ის ორგანიზაცია სოლიდარულია ჩვენი ებრაელი კოლეგების, მეგობრების, ოჯახებისა და საზოგადოების მიმართ", - წერია განცხადებაში.