თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გერმანია ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს - გერმანიის კანცლერი

07.02.22 12:07
თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გერმანია ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს - გერმანიის კანცლერი

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ყველა საჭირო ნაბიჯი გადავდგათ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა. "Washington Post"-ის  კითხვას,  "შეაჩერებთ თუ არა „ჩრდილოეთ ნაკადი ორის“-ის გახსნას თუკი პუტინი უკრაინაში ომს დაიწყებს", ოლაფ შოლცი პასუხობს, რომ "ყველა ვარიანტი განიხილება".  

ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ყველა საჭირო ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო შეთანხმება შეერთებული შტატების მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ევროპაში. ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტისთვის და ვიქნებით ძალიან მტკიცე, თუ ამ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება. ასევე, სრულიად ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი, - აღნიშნა შოლცმა.

მსგავსი სიახლეები