უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი მატულობს - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი მატულობს. ამის შესახებ მან CNN-თან ისაუბრა.
ჩვენ ასევე ვხედავთ მუქარის რიტორიკას, ძალიან ძლიერ რიტორიკას რუსეთისგან, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მათ მოთხოვნებს, თუ არა, იქნება ის, რასაც ისინი უწოდებენ სამხედრო ტექნიკურ შედეგებს. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამოცდილება, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად რეალურია, რომ რუსეთი მოცემულ მომენტში უკრაინაში შეიჭრას, NATO-ს გენერალური მდივანი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით რისკები იზრდება. მისი თქმით, სწორედ ამის მომასწავლებელია რუსეთის მხრიდან სამხედრო პოტენციალის გაზრდაც.
სტოლტენბერგი ასევე ამბობს, რომ ნატო დიდ ენერგიას ხარჯავს, რათა პრობლემის "პოლიტიკური გადაწყვეტის" გზა იპოვოს.