ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა - ჯო ბაიდენი

11.02.22 10:10
ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს  მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ, რადგან რუსეთის მხრიდან საფრთხე გაზრდილია.  ამის შესახებ ბაიდენმა  NBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის მიმართ ცეცხლს გახსნიან, ეს მსოფლიო ომი იქნება.

ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ [უკრაიანა]. ეს არაა ისე, თითქოს საქმე გვქონდეს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ჯართან. ეს ძალიან რთული  სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს წყობიდან", - თქვა ბაიდენმა.