"თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენი საპასუხო ნაბიჯებიც მზად გვაქვს" - ბაიდენი პუტინს აფრთხილებს

23.02.22 00:00
 "თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენი საპასუხო ნაბიჯებიც მზად გვაქვს" - ბაიდენი პუტინს აფრთხილებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის აფრთხილება რუსეთს - "თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენი საპასუხო ნაბიჯებიც მზად გვაქვს"- თქვა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებზე საუბრისას.

"აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი კიდევ უფრო მძიმე ფასს გადაიხდის, მათ შორის, მიიღებს დამატებით სანქციებს",- თქვა ბაიდენმა.  

გაირკვა, რომ აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას ისევ აარძეკებს.ამასთან,  ევროპაში დისლოცირებული ამერიკული ჯარები ბალტიისპირეთის ქვეყნებში შევლენ და მათ უსაფრთხოებას დაიცავენ. 

რუსეთის მიერ ბელარუსში ჯარების დატოვების ფონზე, ბრძანება მივეცი ჩვენ ჯარებს, რომ გააძლიერონ ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრები, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ეს არის თავდაცვითი მანევრი. ჩვენ არ გვსურს რუსეთთან ომი, მაგრამ გვინდა ძალიან ღიად ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად დაიცავს ნატოს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს."-თქვა ბაიდენმა. 

მისი ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან 150 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ისევ არის მობილიზებული.