ჩვენ გავიმარჯვებთ, დიდება უკრაინას! - ზელენსკის პირველი მიმართვა

"პანიკის გარეშე, ჩვენ ძლიერები ვართ, მზად ვართ ყველაფრისთვის, ჩვენ ყველას მოვუგებთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უკრაინა - დიდება უკრაინას"- ასეთია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი მიმართვის ტექსტი, მას შემდეგ რაც უკრაინას ომი გამოუცხადა.
დღეს დილით პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.
რუსეთმა იერიში მიიტანა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურასა და სასაზღვრო ტერიტორიებზე. უკრაინაში ისმის სროლები.ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარ მდგომარეობას ვაცხადებთ.
საუბარი მქონდა აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენთან. აშშ-მ უკვე დაიწყო უკრაინისთვის საერთაშორისო დახმარების მზადება.
დღეს ყოველ თქვენგან სიმშვიდე მოეთხოვება. შესაძლებლობის მიხედვით, გთხოვთ, დარჩეთ სახლში. ჩვენ ვმუშაობთ. არმია მუშაობს. მუშაობს უკრაინის თავდაცვის მთელი სექტორი.
პანიკის გარეშე ვიყოთ, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ჩვენ ყველას დავამარცხებთ, იმიტომ რომ ჩვენ - უკრაინა ვართ. დდება უკრაინას."- თქვა პრეზიდენტმა