რუსეთი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობს - უკრაინის პრეზიდენტი

24.02.22 19:17
რუსეთი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას  ცდილობს - უკრაინის პრეზიდენტი

"რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტპოსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ სპეციალურ განცხადებაში ისაუბრა. 

ჩვენი ჯარისკაცები სიცოცხლეს წირავენ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს 1986 წლის ტრაგედია. ამის შესახებ შევატყობინე პრემიერ-მინისტრს, ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპისთვის " - წერია ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებაში.

რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ -  ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო წერს, რომ ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც საშიშ ბირთვულ, რადიოაქტიური ნარჩენების კოლექტორებს იცავენ, ოკუპანტევის წინააღმდეგ იბრძვიან.