ბირთვული იარაღი: რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პუტინის ბრძანება შეასრულა

28.02.22 16:33
ბირთვული იარაღი: რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პუტინის ბრძანება შეასრულა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტის ბრძანება შეასრულა და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების მართვის პუნქტები გაძლიერებულ საბრძოლო მორიგეობაზე გადაიყვანა. ინფორმაცაის რუსული მედია ავრცელებს. 

შოიგუმ მოახსენა პუტინს, რომ მისი ბრძანების შესაბამისად, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების მართვის პუნქტების, ჩრდილოეთი და წყნარი ოკეანის ფლოტების, შორეული ავიაციის სარდლობის მორიგე ცვლებმა, გაძლიერებული შემადგენლობით დაიწყეს საბრძოლო მორიგეობანი, - წერს გამოცემა "რია ნოვოსწი".

 გუშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა შემაკავებელი ძალების საგანგებო რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა.