როვნოში ტელეანძაზე იერიშის დროს დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
როვნოში ტელეანძაზე იერიშის დროს დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ინფორმაციას როვნოს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
სამწუხაროდ, მსხვერპლი გაიზარდა. დილის 8:30 მონაცემებით, 19 დაღუპული და 9 დაშავებული გვყავს, - განაცხადა ვიტალი კოვალმა "რადას" ტელეეთერში.
მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან სამძებრო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.