ომის დანაშაული - რუსეთმა დაბომბა მარიუპოლის თეატრი, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ

17.03.22 10:06
ომის დანაშაული - რუსეთმა დაბომბა მარიუპოლის თეატრი, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ

პუტინის მიერ ომის დანაშაულის კიდევ ერთი დადასტურება - ამ დრომდე უცნობია, რამდენი ბავშვი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ქალაქის თეატრზე მიტანილი იერიშის შედეგად. მარიუპოლის მერის მოადგილემ, სერგეი ორლოვმა BBC-ს განუცხადა, რომ დრამატულ თეატრში, სავარაუდოდ, 1000-დან 1200-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ამერიკული კერძო კომპანიის Maxar Technologies მიერ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით,  თეატრის შენობის ორ მხარეს, მიწაზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა - ბავშვები,  თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, ოკუპანტებმა ასობით ადამინი, რომელიც თეატრში თავს აფარებდა, მაინც დაბომბეს.

დღეს რუსულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის ცენტრში. თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო შენობაზე, სადაც მარიუპოლის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ჯერჯერობით შეუძლებელია ამ საშინელი და არაადამიანური აქტის მასშტაბის შეფასება, რადგან ქალაქში გრძელდება საცხოვრებელი უბნების დაბომბვა“, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

დაბომბვის შემდეგ დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა, შენობაში მდებარე ბომბის თავშესაფრის შესასვლელი ნამსხვრევებით გადაკეტა.

თავის მხრივ რუსეთი ისევ თავის მართლების რეჟიმშია -  აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ თეატრის შენობის აფეთქებაში უკრაინული ბატალიონი „აზოვი" დაადანაშაულა, ეს მაშინ, როცა პოლკ „აზოვს“ საბრძოლო ავიაცია არ გააჩნია.

მსგავსი სიახლეები