სამხედრო საიდუმლოების გავრცელებისთვის უკრაინაში სასჯელი გამკაცრდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების, მარშრუტის, ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება შესაძლოა, დასჯადი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ რადას დეპუტატი, ანდრეი ოსადჩუკი, ავრცელებს.
დეპუტატის განმარტებით, უკრაინის არმიის, ან ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ფოტოს, ან ვიდეოს სოცქსელში გავრცელებისთვის პირს 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესჯება, ხოლო ანალოგიური დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად, ან ანგარების მიზნით 8-დან 12 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
დეპუტატის ინფორმაციით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა იმ პირს, ვინც ჰუმანიტარული დახმარების ნივთებით ივაჭრებს.