ოკუპანტებმა ჩერნიგოვში კიევთან დამაკავშირებელი ხიდი დაბომბეს

ჩერნიგოვში რუსმა სამხედროებმა დესნაზე გამავალი ხიდი დაბომბეს, რომელიც კიევს უკავშირდებოდა. ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, აღნიშნული ხიდის მეშვეობით მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდებოდა და ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ხდებოდა.