ვარშავაში რუსეთის საელჩოს შენობიდან ბოლი გამოდის - შესაძლოა, დიპლომატები დოკუმენტებს ანადგურებდნენ

23.03.22 10:55
ვარშავაში რუსეთის საელჩოს შენობიდან ბოლი გამოდის - შესაძლოა,  დიპლომატები დოკუმენტებს ანადგურებდნენ

ვარშავაში რუსეთის საელჩოს შენობიდან ბოლი გამოდის. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. არსებობს ვარაუდი, რომ საელჩოს წარმომადგენლები წვავენ დოკუმენტებს, როგორც ეს რუსმა დიპლომატებმა კიევში ომის დაწყებამდე გააკეთეს. 

ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი პოლონეთში შეჭრას აპირებს, თუმცა ეს შესაძლოა იყოს სიგნალი იმის შესახებ,რ ომ რუსი დიპლომატები პოლონეთის დედაქალაქის დატოვებას გეგმავენ, - წერს გამოცემა Open Source Intelligence Monitor-ი. 

პოლონეთი  რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას უწიდებურად განაგრძობს და არ არსებობს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ,რ ომ ეს გარემოება შეიძლება შეიცვალოს.