გაფრთხილებთ, ჩვენ თუ ვერ გავუძლებთ, ხვალ სხვა ქვეყანა გახდება პუტინის სამიზნე - აზოვის ბატალიონი

23.03.22 11:10
გაფრთხილებთ, ჩვენ თუ ვერ გავუძლებთ, ხვალ სხვა ქვეყანა გახდება პუტინის სამიზნე - აზოვის ბატალიონი

მას შემდეგ რაც უკრაინის დედაქალქის აღება ვერ მოახერხა, პუტინის სამიზნე საზღვაო ქალაქები გახდა. მარიუპოლი ისევ იბომბება, თუცმა აზოვის ბატალიონი მტრის მოგერიებას არ წყვეტს. მათ მარიუპოლთან ერთი თვითმფრინავი და რამდენიმე ტანკი გაანადგურეს.

აზოვის ბატალიონის ჯარისკაცი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ უკრაინის დამრცხების შემთხვევაში პუტინის სამიზნე სხვა ქვეყანა აღმოჩნდება. 

აზოვის პოლკმა განახორციელა თავდასხმა მტრის გემზე და ის ეკიპაჟთან ერთად გაანადგურა. ერთი თვითმფრინავი და ორი ტანკი გავანადგურეთ. მარიუპოლზე თავდასხმა გრძელდება. პუტინის ხალხის ცხედრებმა ჩვენი მიწა დაფარეს, მაგრამ ოკუპანტებს ცხედრებიც არ მიაქვთ. მტერი ქალაქში მეტად ვეღარ შემოდის, მაგრამ, რაკეტებს ისვრის. მარიუპოლს ანადგურებს და მოქალაქეებს კლავს. ის საევაკუაციო ავტობუსებიც კი ჩაცხრილეს, რომლებიც ბავშვებით იყო სავსე. როგორ სძინავს მშვიდად სამყაროს, რომელიც უყურებს რა ხდება მარიუპოლში. გაფრთხილებთ, ჩვენ თუ ვერ გავუძლებთ, ხვალ სხვა ქვეყანა გახდება პუტინის სამიზნე, - ამბობს აზოვის ბატალიონის ჯარისკაცი. 

მსგავსი სიახლეები