მინდა გავუმეორე ყველა რუს მფრინავს, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვისთვის პასუხს აგებთ - ზედლენსკი
უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრფცელებს, სადაც რუს მფრინავებს მოუწოდებს, გააცნობიერონს რას სცადიან. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დანაშაულია და ამისთვის პასუხისგება ყველას მოუწევს.
არ დავიღლებით! დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ. ეს კი ნამდვილად მოხდება. ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა დონეზე, რომ რუსეთს ამ სასტიკი ომის შეწყვეტა ვაიძულოთ. მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომადგენლების თითქმის ყოველდღიურად მონაწილეობენ. ეს ძალიან რთული, ზოგჯერ სკანდალურია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. განსაკუთრებული ასპექტი უსაფრთხოების გარანტიებია. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნისთვის. მარიუპოლში სრულ ბლოკადაში არიან საკვების, წყლის, ელექტროენერგიის გარეშე, მუდმივი დაბომბვის ქვეშ. მინდა გავუმეორე ყველა რუს მფრინავს, რომლებიც არ ფიქრობენ რა დავალებას ასრულებენ, მშვიდი მოქალაქეების მკვლელობა, ეს დანაშაულია და თქვენ ამის გამო პასუხს აგებთ. დღეს თუ ხვალ, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მტავარია, რომ ეს პასუხისგება გარდაუვალია, - განაცხადა ზელენსკიმ.