პუტინი ჰიტლერივით იქცევა, რუსული არმია კი ფაშისტების მსგავსად მოქმედებს - პოლონეთის პრეზიდენტი

პუტინი ჰიტლერივით იქცევა, რუსული არმია კი ფაშისტებივით , - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა სოფიაში ბულგარელ კოლეგასთან შეხევდრის დროს განაცხადა. ანდჟეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ ამ საზარელი ომის დანაშაულის მონაწილეები საერთაშორისო ტრიბუნალებზე პასუხს მკაცრად აგებენ.
მჯერა, რომ მსოფლიო შეძლებს ამ დანშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემას, რათა ხელი შეუშალოს სხვა პოტენციურ ლიდერებს და მეთაურებს, რომლებსაც სურთ თავიანთი დანშაულებრივი მიზნების განხორციელება, დღეს რუსული არმია ზუსტად ისე იქცევა, როგორც ფაშისტები და მისი ლიდერები ჰიტლერის მსგავსად იქცევიან. უკრაინაში შეჭრა არ იყოს რუსეთის მიერ ჩადენილი საერთაშორისო სამართლის პირველი უხეში დარღვევა. ეს მან უკვე გააკეთა 2008 წელს, როცა თავს დაესხა საქართველოს. მოგვიანებით 2014 წელს, როცა უკრაინას დაესხა თავს და დღეს, როცა უკრაინაში მორიგ სასტიკ შეჭრას ახორციელებს. რუსეთი მოქმედებს სრულაიდ მიუღებლად, რომელიც მოითხოვს საერთაშორიოს საზოგადოების მიერ სანქციების კიდევ უფრო მკაცრად დაწესებას, - განაცხადა დუდამ.