ხარკოვი განდგურებულია - ოკუპანტებმა ღამის განმავლობაში ქალაქზე იერიში 32-ჯერ მიიტანეს

23.03.22 12:32
ხარკოვი განდგურებულია - ოკუპანტებმა ღამის განმავლობაში ქალაქზე იერიში 32-ჯერ მიიტანეს

ოკუპანტები ისედაც მიწასთან გასწორებულ ხარკოვს ისევ ბომბავენ. ღამის განმავლობაში მტერმა ხარკოვს ცეცხლი 32-ჯერ გაუხსნა, მათ შორის, ტანკებიდან, რეაქტიული სისტემებიდან და  არტილერიიდან.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, იერიშების შედეგად ყველაზე მეტად ჩრდილო სალტოვკა დაზიანდა. რუსული სამხედროებს სარაკეტო იერიშები მიჰქონდათ ლოზოვოზეც. დაზიანდა 20 სახლი, სკოლა, საბაშვო ბაღი, დაშავდა 8 სამოქალაქო პირი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ წუთებშიც ზუსტდება, რადგან მაშველები ტერიტორიას ნანგრევებისგან  ამ დრომდე წმინდავენ. 

ოთხშაბათს იზიუმიდან ხარკოვში მწვანე დერეფნის მეშვეობით ჰუმანიტარული ტვირთი უნდა შესულიყო, თუმცა მტერმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა და ქალაქზე იერიშენი განაგრძო. 

 

მსგავსი სიახლეები