უკრაინაში ოკუპანტებმა კიდევ 2 ბავშვი იმსხვერპლეს - რუბეჟნიში ჭურვი მრავალსართულიან სახლს მოხვდა

უკრაინაში აგრესორის იერიშებს კიდევ 2 ბავშვი ემსხვერპლა. რუბეჟნიში ჭურვი მრავალსართულიან სახლს მოხვდა - დაიღუპა 3 ადამიანი, 2 მათგანი ბავშვია. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ტრაგედია საღამოს საათებში მოხდა, მაშინ, როდესაც მტერმა ქალაქზე იერიშებს უმატა.
ამის გარდა, დაბომბვის შედეგად ცეცხლი საწარმოს და სასწავლო დაწესებულებას გაუჩნდა. ლისიჩანკსში მაშველები ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას განაგრძობდნენ.
ხანძარი იყო კრემენსკშიც, სადაც ცეცხლი 5 საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.