რუსი ჯარისკაცები შესაბამისი აღჭურვილების არქონის გამო იყინებიან - პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი ტემპერატურის შესაბამისი აღჭურვილების არქონის გამო იყინება. მათივე ინფორმაციით, რუს ოკუპანტებს უკრაინაში საკვებისა და საწვავის მარაგი ეწურებათ. რუსეთს სარდლობისა და კონტროლირების პრობლემებიც აქვს, რაც კომუნიკაციებს ართულებს და ლოგისტიკურ პრობლემებს ამწვავებს.
მათი ჯარისკაცების ნაწილს პირადი ეკიპირების პრობლემებიც აქვთ. გვაქვს შესაბამისი ინდიკატორები, რომ ზოგიერთი მათგანი ფრონტიდან გაიყვანეს, რადგან გაიყინნენ". - ამბობს პენტაგონის წარმომადგენელი.