15600 ჯარისკაცი და 1578 ჯავშანტექნიკა - რუსეთის დანაკარგი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსეთმა 15600 ჯარისკაცი დაკარგა. განადგურებულია ოკუპანტის 1578 ჯავშანტრანსპორტი და 517 ტანკი.
უკრაინის გენშტაბის ოფიციალური მონაცემებით რუსეთის საოკუპაციო ჯარების დანაკარგი 23 მარტის დილის მდგომარეობით ასე გამოიყურება:
- ჯარისკაცი - 15 600
- საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1578
- ავტოსატრანსპორტო საშუალება - 1008
- თვითმფრინავი - 101
- საარტილერიო სისტემა - 267
- საწვავის ცისტერნა - 70
- ვერტმფრენი - 124
- ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა - 47
- დრონი - 42
- ტანკი - 517
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 80
- კატერი - 4