უმძიმესი ამბავი კიევიდან - ოკუპანტებმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი ბავშვის თანდასწრებით გააუპატიურეს

23.03.22 13:11
უმძიმესი ამბავი კიევიდან -  ოკუპანტებმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი ბავშვის თანდასწრებით გააუპატიურეს

უმძიმესი ამბავი კიევიდან - რუსმა ჯარისკაცებმა ახლაგაზრდა მამაკაცი მოკლეს , მისი ცოლი კი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გააუპატიურეს. შემთხვევა ბროვარსკის რაიონში მოხვდა.

უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, რუსი სამხედრო კერძო სახლში შეიჭრა, ოჯახის უფროსს ესროლა, მის მეუღლეზე კი იძალადა. აგრესორი ემუქრებოდა ბავშვსაც, რომელიც დედას თან ახლდა. 

უკრაინის პროკურატურამ ომის უმძიმეს  დანაშაულზე გამოძიება უკვე დაიწყო. გენპროკურორის ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.  ირინა ვენდეიქტოვა დამნაშავეს ჰპირდება, რომ სასტიკი დანაშაულისთვის პასუხს მკაცრად აგებს. 

 

მსგავსი სიახლეები