კრემლის მუქარა - "საფრთხე თუ დაგვემუქრება, შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოვიყენოთ"
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მუქარა - CNN-თან ინტერვიუში პესკოვმა რუსეთის მიერ ბირთვულ იარაღს გამოიყენება არ გამორიცხა
"თუ იარსებებს ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ, შეიძლება, ის გამოვიყენოთ" - განაცხადა პესკოვმა კითხვაზე, რა პირობებში გამოიყენებს ვლადიმირ პუტინი რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს.
პესკოვი ამბობს იმასაც, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" კრემლის გეგმის მიხედვით მიდის. მისივე მტკიცებით, რუსეთი უკრაინაში თავს დაესხა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს. ამ დიდი ტყუილის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს. რუსი ოკუპანტები ბომბავენ საავადმყოფოებს, სკოლებსა და ეკლესიებს.
ოფიციალური ინფორმაციით, პუტინის აგრესიას უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 121 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 167-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.