რუსეთის თავდაცვის მინისტრი გაუჩინარებულია
რუსეთის თავდაცვის მინისტრი გაუჩინარებულია - სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯაროდ არსად გამოჩენილა. უცნობია, სად არის აგრესორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. ერთ-ერთი ვერსიით, შოიგუს გულის პრობლემები აქვს.
თავდაცვის მინისტრი ბოლოს 12 დღის წინ დააფიქსირეს. მანამდე ის ინტერვიუებს არ ერიდებოდა.