კიდევ ერთი გატაცებული - ოკუპანტებმა პროუკრაინული მიტინგების აქტივისტი დაატყვევეს
ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკადან პროუკრაინული მიტინგების აქტივისტი ალექსანდრე კნიგა გაიტაცეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. აგრესორმა აქტივისტი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.
ალექსანდრე კნიგა ხერსონის მუსიკალურ-დრამატული თეატრის დირექტორი და ასევე ხერსონის ოლქის საბჭოს დეპუტატია.