უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნა ნატოსა და რუსეთის შეიარაღებულ შეტაკებებს გამოიწვევს - ლავროვის მუქარა

,,უკრაინაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნა, ნატო რუსეთის პირდაპირი შეტაკების მიზეზი შესაძლოა გახდეს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ახლა იქნება ნატო-ს სამიტი და საჭირო გახდება მშვიდობისმყოფელების გაგზავნა უკრაინაში. იმედი მაქვს, მათ იციან, რაზეა საუბარი. ეს გამოიწვევს რუსული და ნატო-ს შეიარაღებული ძალების შეტაკებებს. ამის თავიდან აცილება კი არა თუ ყველას სურს, არამედ ასეთი რამ პრინციპში არც უნდა მოხდეს. - განაცხადა ლავროვმა.
Европейская правда-ის ინფორმაციით, წინა კვირას პოლონეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში უნდა გაიგზავნოს მშვიდობისმყოფელები და კიევს უნდა გადაეცეს თავდაცვის საშუალებები.
ამ ეტაპისთვის პოლონეთი უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნაზე მუშაობს, თუმცა, პრეზიდენტი ანჟეი დუდა ამბობს, რომ უკან გაიწვევს აღნიშნულ საკითხს, თუ აშშ-სგან თანხმობას არ მიიღებს.
ნატო-ს სამიტი ხუთშაბათს, 24 მარტს, უნდა გაიმართოს.