უკრაინის გენპროკურატურის არ გვჯერა, რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს არ ესვრიან - პესკოვი

23.03.22 14:57
უკრაინის გენპროკურატურის არ გვჯერა, რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს არ ესვრიან - პესკოვი

რუსი სამხედროები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს არ ესვრიან, - ამის შესახებ კრემლი აცხადებს. პუტინის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი, უკრაინის პროკურატურას  უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ინფორმაციის, თითქოს რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავდნენ, არ სჯერა. 

პესკოვმა უკრაინელ სამხედროებს „ნაცისტები“ კიდევ ერთხელ უწოდა და გაიმეორა, რომ ისინი მოსახლოებას ფარებად იყენებენ. ამის დასტურად მან რუსეთში გატაცებული უკრაინელი ტყვეების  ჩვენებები მოიყვანა. 

რუსეთს უკრაინის გენპროკურატურის არ სჯერა. რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს არ ესვრიან, მათზე იერიშები არ მიაქვთ, პირიქით ეხმარებიან,- განაცხადა პესკოვმა. 
 

მსგავსი სიახლეები