კიევი ისევ დაიბომბა - ოკუპანტების იერიშების გამო მაშველებს მუშაობა უჭირთ

23.03.22 15:21
კიევი ისევ დაიბომბა - ოკუპანტების იერიშების გამო მაშველებს მუშაობა უჭირთ

კიევში განგაშია - უკრაინის დედაქალაქში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ოკუპანტმა  სარაკეტო იერიშები ისევ საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანა. ნანგრევებში ათობით ადამიანი მოყვა. ნაწილს მაშველები ეძებენ ნაწილი კი, უკვე კლინიკაში გადაიყვანეს.

ცოტა ხნის წინ სამაშველო სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მაშინ, როდესაც მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ, რუსეთის საოკუპაციო ძალები მათ ცეცხლს უხსნიან. მაშველებს არჩევანის გაკეთება უწევთ, გააგრძელონ სამუშაოები თუ გადავიდნენ თავშესაფრებში.

 

მსგავსი სიახლეები