როგორ მძიმედაც არ უნდა ჟღერდეს, ნატო უკრაინის ომში მონაწილეობას არ მიიღებს - შოლცი

23.03.22 16:37
როგორ მძიმედაც არ უნდა ჟღერდეს, ნატო უკრაინის ომში მონაწილეობას არ მიიღებს - შოლცი

ნატო უკრაინის ომში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, დასავლეთმა ბოლო 80 წლის განმავლობაში თავიდან ბევრი გაუგონარი რამ გაიარა და მომავალშიც ასე იქნება. 

შეშფოთებული მოქალაქეები ყოველდღიურად მწერენ, იქნება თუ არა ჩვენთან ომი? ა კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხის არსებობს: 80 წლის განმავლობაში ჩვენ თავიდან გაუგონარი რაღაცეები ავირიდეთ და მომავალშიც ასე უნდა იყოს! ნატო უკრაინის ომის მონაწილე არ იქნება. რა თქმა უნდა, მესმის მათი ხმები, ვინც ცის ჩაკეტვას ანდა უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნას ითხოვს. როგორ მძიმედაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენ ამაზე არ წავალთ,  - განაცხადა შოლცმა.