რუსეთი არ არის ვალდებული, ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, მარია ხაზახოვა, გამოეხმაურა ჰააგის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულისთვის ცხინვალის რეგიონის 3 ყოფილ მაღალჩინოსანზე დაპატიმრების ორდერი გაიცა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იყო და რჩება დასავლეთის ხელში მორჩილ იარაღად... ამ კონფლიქტში დაზარალებული მხარე ახლა დამნაშავედ არის წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაცია არ მონაწილეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამარლოს რომის სტატუტში და არ არის ვალდებული, ითანამშრომლოს მასთან. ამ სტრუქტურის იურისდიქცია არ ვრცელდება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე - განაცახდა მარია ზახაროვამ.