უკრაინამ ქალაქებზე, ირპენი და ბუჩა, კონტროლი დაიბრუნა
უკრაინელმა დამცველებმა ალყაში მოაქციეს ქალაქები, ირპენი და ბუჩა, რომლებიც კიევის მახლობლად მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბუჩას ქალაქის საბჭოს წარმომადგენლობა ავრცელებს. მისი გადმოცემით, მაკაროვის, ირპენის, დიმიროვის თემები კვლავ რჩებიან მტრის მუდმივი თავდასხმის ქვეშ. ხოლო ჟიტომირის გზადკეცილზე მუდმივი ბრძოლები მიმდინარეობს.
კიევის მახლობლად მდებარე ქალაქები და სოფლები, რომლებიც მტრის ალყაში არიან, ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დგანან. აქ უმძიმესი სიტუაციაა პროდუქტების, მედიკამენტების, ჰიგიენის საშუალებებისა და ბავშვთა კვების მარაგის მხრივ.
სოფლები: ზაგალცი, გალინკა, სტარაია ბუდა, მირჩა-ელექტროენერგიის, გაზისა და კავშირის გარეშე არიან დარჩენილი. რუსი აგრესორები ადგილობრივ მაცხოვრებლებს სახლებში უვარდებიან, ითხოვენ ალკოჰოლს , მოროდიორობენ, ხოცავენ შინაურ პირუტყვს.