პუტინის ახალი ხრიკი: დაევალოს "გაზპრომს" არამეგობრულ ქვეყნებს გადახდევინოს თანხა მხოლოდ რუბლებში

23.03.22 17:08
პუტინის ახალი ხრიკი: დაევალოს "გაზპრომს" არამეგობრულ ქვეყნებს გადახდევინოს თანხა მხოლოდ რუბლებში

ვლადიმერ პუტინი ახალი გადაწყვეტილებებით გამოჩნდა. რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე იმ გეგმაზე ისაუბრა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთმა დეფოლტის პირობებში. მისი თქმით, რუსეთი არამეგობრულ  ბუნებრივ აირს ისევ მიაწვდის, თუმცა მათ დოლარი რუსეთში უნდა ჩაიტანონ, რუბლზე გადაახურდავონ და "გაზპრომს" ისე გადაუხადონ.

გამოვეცი განკარგულება, ბუნებრივ აირს, რომელსაც ვაწვდით არამეგობრულ ქვეყნებს, აირის საფასური მათ უნდა გადაიხადონ რუსულ რუბლში. ჩვენ უარს ვაცხადებთ ყველა კომპრომიტირებული ვალუტის გამოყენებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ გაზის მიწოდებას ძველი მოცულობით და ფასიც, რაზეც კონტრაქტები უკვე გაფორმებული გვაქვს. რუსეთი უფრთხილდება თავის საქმიან რეპუტაციას სხვებისგან განსხვავებით. დაევალოს "გაზპრომს" გადახდევინოს თანხა მხოლოდ რუბლებში. დავალებას ვაძლევს რუსეთის ბანკს, ერთ კვირაში ამ გეგმის ამოქმედება, - განაცხადა პუტინმა. 

მინისტრთა კაბინეტიდან მთავრობის სხდომას არ ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი, რომელიც უკვე 12 დღეა საჯარო სივრციდან  გაუჩინარებულია.