ბალარუსმა 12 უკრაინელ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
ბალარუსმა 12 უკრაინელ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამისთვის მათ 72 საათი მიეცათ. დარჩენის ნებართვა მხოლოდ ელჩს და კიევის 4 თანამშრომელს მისცეს. ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
წლების განმავლობაში უკრაინის მხრიდან მრავალი არამეგობრული ქმედებები ფიქსირდებოდა, რომლებიც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის უპასუხისმგებლოდ გაფუჭებას ემსახურებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევა დაიწყო, - აცხადებს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო.