დავინახავთ, ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინ გაგვყიდა და გვიღალატა - ვოლოდიმირ ზელენსკი

24.03.22 09:51
დავინახავთ,  ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინ გაგვყიდა და გვიღალატა - ვოლოდიმირ ზელენსკი

დავინახავთ, თუ ვინ არის ჩვენი მეგობარი, პარტნიორი და ვინ გაგვყიდა და გვიღალატა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ მიმართვაში ისაუბრა. 

მისი თქმით, რუსებმა უკვე დაიწყეს ომის შესახებ თავიანთი ინტერესების ლობირება. ზელემსკის განცხადებით, "თავისუფლება უნდა იყოს შეიარაღებული".

ვიცით, რომ ისინი გარკვეულ პარტნიორებთან მუშაობენ. მათ უნდათ, რომ ომის წინააღმდეგ გამოსვლის მუხტი ჩაახშონ. სამივე სამიტზე ჩვენი მკაფიო პოზიცია დაფიქსირდება. დავინახავთ, თუ ვინ არის ჩვენი მეგობარი, პარტნიორი და ვინ გაგვყიდა და გვიღალატა. სიცოცხლეების დაცვა მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი"- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, უკრაინის ცა დღემდე არაა დაცული რუსული რაკეტებისა და საჰაერო ბომბებისგან. უკრაინას  ამ დრომდე არ მიუღია თვითმფრინავები და ანტისარაკეტო დანადგარები, ასევე ტანკები და საზღვაო სამხედრო ტექნიკა.

რუსულ ჯარებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ათასობით ჩვენი ადამიანის მოკვლა, ჩვენი ქალაქების განადგურება. ოკუპანტები ძალიან ბევრნი არიან, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ამ ბინძური ომისთვის ათწლეულები ემზადებოდა. 

ჩვენ ცის ჩაკეტვა და შეიარაღებით დახმარება გთხოვეთ. ეფექტური დახმარება ვითხოვეთ, ნებისმიერი იარაღი გამოგვადგება. NATO-ს ვთხოვეთ გამოეცხადებინა, რომ დაგვეხმარებოდა ტერიტორიების გაწმენდასა და მშვიდობის დამყარებაში. თავისუფალო ხალხო, არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ნატოში, ევროკავშირსა და დიდ შვიდეულში ვინმე გატეხოს და გადაიბიროს"- თქვა პრეზიდენტმა.