ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კიევის სიახლოვეს უკრაინის საპასუხო შეტევები წარმატებულია

24.03.22 11:07
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კიევის სიახლოვეს უკრაინის საპასუხო შეტევები წარმატებულია

23 მარტის მონაცემებით, კიევის სიახლოვეს უკრაინული ძალები რუსეთზე წნეხს ზრდიან - ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,  რუსეთს მარაგის სერიოზული პრობლემები აქვს, რუსი სამხედროები კი დემორალიზებულები არიან. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამბობს, რომ უკრაინის საპასუხო შეტევები კიევთან ახლოს მდებარე ქალაქებში წარმატებულია.  უკრაინამ დაიბრუნა რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი, მათ შორის მაკარივი და მოსჩუნიც.

„უკრაინის ძალები წარმატებით ახორციელებენ საპასუხო შეტევებს რუსეთის პოზიციებზე დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე ქალაქებში და, სავარაუდოდ, უკრაინამ ხელახლა დაიკავა მაკარივი და მოსჩუნი.

რეალურია შესაძლებლობა, რომ უკრაინულ ძალებს ახლა ბუჩასა და ირპინში რუსული დანაყოფების ალყაში მოქცევა შეუძლიათ“, - წერს ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ უკრაინის საპასუხო შეტევები რუსულ ძალებს ხელახლა ორგანიზებასა და კიევზე შეტევის განახლებაში ხელს შეუშლის.

 

 

მსგავსი სიახლეები