1 თვე ომიდან - ბოლო ცნობები უკრაინიდან
1 თვე ომიდან - უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ და რუს ოკუპანტებს მინიმუმ 25 კილომეტრით უკან დაახევინეს. კიევის მისადგომებთან რუსი ჯარისკაცები აღარც კი ჩანან. ლიკვიდირებული ჯარისკაცების ცხედრები ქუჩაშია მიმოფანტული, დაუმარხავი ცხედრების გამო უკრაინა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა.
რუსებს თავისი მოკლული ჯარისკაცების ცხედრები არ სჭირდება და გადასვენებას არ აპირებენ. გვამები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, პირველ რიგში ეკოლოგიურს. გახრწნისას ცხედარი შხამს გამოყოფს - აცხადებს უკრაინული ჯანდაცვა
მძიმე მდგომარეობაში ვარ - ეს განცხადება დილიდან რამდენიმე ქალაქი მერმა გააკეთეს. აფეთქებებია დილიდან ბერდიანსკში, ჩეჩენი მებრძოლები მძევლად აიყვანეს მარიუპოლშო.
პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რუსებმა ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა მოკლეს. ის კიევში, ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.
უკრაინული წყაროების ცნობით, ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსული გემი ჩაძირეს, კიდევ ორი გემი კი დაზიანებულია. ასევე განადგურებულია საწვავის და იარაღის საწყობები.
ოკუპანტები სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, რუბიჟნეს, კრემენნაიას, ნოვოდრუჟესკის და ვოევოდოვკას მაცხოვრებლებს ბომბავენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რუბიჟნეში.