დრამატული თეატრის დაბომბვას დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა - მარიუპოლის საბჭო
ოკუპანტების მიერ მარიუპოლის ცენტრში დრამატული თეატრის დაბომბვას დაახლოებით 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ინფორმაცია ქალაქის საბჭომ გაავრცელა. მათივე ცნობით, 16 მარტს, თავდასხმის დროს თეატრს 1300-მდე უკრაინელი აფარებდა თავს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავის მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვსურს დავიჯეროთ ეს შემზარავი ამბავი. გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველამ შეძლო გაქცევა, თუმცა, მათი მოყოლილი, ვინც ამ ტერორისტული აქტის დროს შენობაში იმყოფებოდა, სხვა რამეს ამბობს". - წერია განცხადებაში.
ამერიკული კერძო კომპანიის Maxar Technologies მიერ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, თეატრის შენობის ორ მხარეს, მიწაზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა - ბავშვები, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, ოკუპანტებმა ასობით ადამინი, რომელიც თეატრში თავს აფარებდა, მაინც დაბომბეს.