საჭიროა გლობალური კონტროლი რუსეთის ატომურ აბოიექტებზე - ზელენსკი

საჭიროა გლობალური კონტროლი რუსეთის ატომურ აბოიექტებზე და ბირთვულ ტექნოლოგიებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას შემდეგ რაც ოკუპანტებმა ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე ჩაიდინეს, მსოფლიოში თავს უსაფრთხოდ ვერავინ იგრძნობს.
იმის შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ზონაში და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გააკეთეს, მსოფლიოში ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, როცა ეცოდინება რამდენი ბირთვული ობიექტი, ბირთვული იარაღი და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგია აქვს რუსეთის სახელმწიფოს. თუ რუსეთმა დაივიწყა რა არის ჩერნობილი, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა გლობალური კონტროლი რუსეთის ატომურ აბოიექტებზე და ბირთვულ ტექნოლოგიებზე, - განაცხადა ზელენსკიმ.