"აზოვსტალზე" შტურმი არ წყდება - ქარხნის მიმდებარედ ქუჩის ბრძოლებია

მარიუპოლში „აზოვსტალის“ მიმდებარედ ქუჩის ბრძოლები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს.
„აზოვსტალზე“ საჰაერო იერიშები არ წყდება. განცხადებების მიუხედავად, არავითარი სიჩუმე, შტურმი არ წყდება. ერთადერთი, საჯარო საინფორმაციო ველიდან ბძროლების შესახებ პუბლიკაციები გაქრა. ოკუპანტები ცდილობენ გაარკვიონ, „აზოვსტალთან“ და მის მცველებთან დაკავშირებული გეგმების მიუხედავად, რატომ დათანხმდა პუტინი ევაკუაციას, - აღნიშნა მან.
ანდრიუშენკოს ცნობითვე, ოკუპანტებმა ქალაქში შესვლა ოკუპირებული ნოვოაზოვსკიდანაც აკრძალეს. შეზღუდულია ქალაქში გადაადგილებაც. მერიუს მრჩევლის თქმით, ქალაქი გეტოს ემსგავსება. რუსები ადგილობრივებს მონებივით იქცევიან.
ზოგჯერ დათმობები მოქმედებეს მოხუცების და ბავშვების შემთხვევაში, ყველა დანარჩენი ერთნაირად ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა, - ამბობს ანდრიუშენკო.