პუტინის ჯარის სისასტიკე - ოკუპანტებმა 400-ზე მეტი ზრდასრული და ბავშვი გააუპატიურეს

ომის დაწყების დღიდან რუსულმა არმიამ უკრაინაში 400 ადამიანი გააუპატიურა. ოფიციალური მონაცემების მიუხედავად, უკრაინის საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სექსუალური ძალადობის გაცილებით მეტი შემთხვევაა. ირკვევა, რომ სექსულური ძალადობის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვებიც გახდნენ.
რუსული ჯარის სისასტიკეზე უკრაინის სახალხო დამცველი საუბრობს. ლუდმილა დენისოვა უკრაინელი მსხვერპლების მძიმე ისტორიებს ყვება.
რუსმა აგრესორებმა უკრაინაში 400 ბავშვი და ზრდასრული გააუპატიურეს. მარტის ბოლოს ჩვენმა სამხედროებმა დაიწყეს კიევის რეგიონის გათავისუფლება. დაიწყო ზარები, ხალხი ამბობდა, რომ ისინი იყვნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი. სექსუალური ძალაოდობის ბევრ მსხვერპლს არ ახსოვს ყველაფერი, რაც მათ შეემთხვა. მოძალადეები არიან 20-25 წლის ახალგაზრდები ანუ ისინი, ვინც პუტინის იდეოლოგიაზე გაიზარდნენ. ოკუპანტები ბავშვებსაც აუპატიურებენ. თინეიჯერ გოგონებს შორის არიან ორსულები. ეს შემთხვევები ძალიან საზარელია და გენოციდის ნიშნებს შეიცავს. გენოციდის ნიშნებია იმ შემთხვევაშიც, როცა ქალებს ბავშვებს ართმევენ იმ მიზნით, რომ უკრაინას არ ჰქონდეს მომავალი, - ამბობს დენისოვა.