ხერსონში ისევ აქციებია - ოკუპანტები ადგილობრივებს ცეცხლს უხსნიან
მრავალდღიანი ოკუპაციის მიუხედავად, ხერსონში ადგილობრივები ისევ საპროტესტო აქციებს აწყობენ. ქალაქში მცხოვრებლები რუსების წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა ოკუპანტები მათ ისევ ცეცხლს უხსნიან და არბევენ.
ხერსონელების პროტესტის მიუხედავად, ოკუპანტები ამ ქალაქში ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნასტან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ.