საჭიროა, სასწრაფო ევაკუაცია - უმძიმესი ვითარება "აზოვსტალში"

"აზოვსტალში" ისევ მძიმე მდგომარეობაა. შენობის სარდაფებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ნანგრევების ქვეშ მოყოლილებს წამლების მარაგი ეწურებათ და ვერც დაჭრილებს უწევენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას.
პარალელურად, მარიუპოლიდან რუსეთი პროპაგანდისტულ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ქალაქში ცხოვრება აღდგა. გავრცელებულ კადრებში ქალაქის ერთ ნაწილში აღმართული რუსული დროშაც ჩანს.
საპენსიო ფონდში მოვედით. პენსიები თუ არ ავიღეთ, ფული არ გვაქვს, აღარც სამსახურები, სიმშვიდე გვინდა. ქალაქშ ახლა ან პენსიონრები არიან დარჩენილები ან ქალები პატარა ბავშვებით. უკვე ყველაფრისთვის მზად ვართ, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.