მტერი აღმოსავლეთ უკრაინას უტევს - ოკუპანტები რაკეტებს პირდაპირ მშვიდობიან მოქალაქეებს ესვრიან

27.04.22 13:40
მტერი აღმოსავლეთ უკრაინას უტევს - ოკუპანტები რაკეტებს პირდაპირ მშვიდობიან მოქალაქეებს ესვრიან

ყველაზე მძიმე შეტევები უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე ხორციელდება. ხარკოვში, დონეცკსა და ლუგანსკიზე სარაკეტო იერიშები არ წყდება. ოკუპანტების სამიზნე ისევ საცხოვრებელი სახლები და მშვიდობიანი მოსახლეობაა. მტერი რაკეტებს იმ ტერიტორიაზე ყრის, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები. 

ხალხი სადარბაზოსთან იყო შეკრებილი როცა აფეტქებების ხმა გაისმა. 4 ადამიანი იდგა, ჭურვი მათ სიახლოვეს ჩამოვარდა. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიეირ იყო, რომ ერთი ქალი სადარბაზოში შეაგდო, ემორე მინდვრებისკენ გადაისროლა, მესამეს რაკეტების ნაწილები დაეცა და ორივე ფეხი წააცალა. აი, ჭურვი ასეთ ნაწილებად დაიშლება და ამ ანასხლეტებმაც კი მთელი სახლი გაანადგურა, - ყვება თვითმხილველი.