ოკუპანტებმა 11 წლის ბიჭი გააუპატიურეს - ბავშვი ფსიქოლოგს ნახატებით ეკონტაქტება
რუსული არმიის სიმხეცე - კიევში ოკუპანტებმა 11 წლის ბიჭი დედის თვალწინ გააუპატიურეს. ძლიერი სტრესის გამო ბავშვი არ ლაპარაკობს. მასთან ახლა ფსიქოლოგი მუშაობს. ბიჭი სპეციალისტს ნახატებით ეკონტაქტება.
ვზივარ და ვტირი. ვერ ვჩერდები... დედამისისც ტირის, რადგან ბავშვმა ცალკეული სიტყვეის წარმოთქმა დაიწყო. მაინც ძალიან მიყვარს ჩემი სამუშაო, მიუხედავდა იმისა, რომ ახლა ის განსაკუთრებით მძიმეა, - წერს დაზარალებულის ფსიქოლგი სოციალურ ქსელში.
ომის დაწყების დღიდან რუსულმა არმიამ უკრაინაში 400 ადამიანი გააუპატიურა. ოფიციალური მონაცემების მიუხედავად, უკრაინის საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სექსუალური ძალადობის გაცილებით მეტი შემთხვევაა. ირკვევა, რომ სექსულური ძალადობის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვებიც გახდნენ.