იერიშები ხარკოვზე - დაღუპულია 3 და დაჭრილია 15 ადამიანი

ბოლო 24 საათში ხარკოვში რუსმა დამპყრობლებმა 3 ადამიანი მოკლეს. დაჭრილია კიდევ 15. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ავრცელებს.
ამ ღამეს ხარკოვში, კიევი რაიონში საცხოვრებელი სახლები დაიბომბა. მათ შორის, ერთი 9 სართულიანი კორპუსიც. ბოლო 24 საათში ბომბავდნენ სალტოვკასაც, ჩრდილო სალტოვკას და ალექსეევკას,. მთლიანობაში ხარკოვსა და მის შემოგარენში 15 ადამიანი დაიჭრა, 3 კი დაიღუპა, - იუწყება ოლეგ სინეგუბოვი.