ხერსონში ოკუპანტებმა აქციის დასაშლელად ქიმიური იარაღი გამოიყენეს - დაშავებულია ათობით ადამიანი
რუსულმა არმიამ ხერსონში ხალხის დარბევა დაიწყო. ოკუპანტებმა ადგილობრივების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. დაშავებულია აქციის ათობით მონაწილე. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დემონტრანტს, 71 წლის ქალს ფილტვი აქვს გაგლეჯილი, მეორე დემონსტრანტს 50 წლის მამაკაცს, ფეხის მოტეხილობა აღენიშნება. ასევე, ორმა მამაკაცმა თვალების და ცხვირ-ხახის დამწვრობები მიიღეს.
რუსულმა არმიამ ადგილობრივებზე იარიში მას შემდეგ მიიტანა, რაც ხახლი ქუჩაში უკრაინის დროშებით ე.წ. რეფერენდუმის გასაპროტესებლად გამოვიდა. პუტინის ბრძანებით ოკუპირებულ ხეროსნში რეფერენდუმის ჩატარება დღეს იყო დაგეგმილი.