"იმაზე მეტია დაღუპული, ვიდრე ჩეჩნეთში" - ოკუპანტები საკუთარ დანაკარგებზე საუბრობენ

27.04.22 15:28
"იმაზე მეტია დაღუპული, ვიდრე ჩეჩნეთში" - ოკუპანტები საკუთარ დანაკარგებზე საუბრობენ

ომის 63  დღეს რუსულ არმიას დიდი დანაკარგები აქვს.  გარდაცვლილი ჯარისკაცების  რაოდენობას პუტინი მალავს, თუმცა ვერ მალავენ მისი სამხედროები. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპანტების მორიგ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ისინი რუსული არმიის დიდ დანაკარგზე საუბრობენ და დაღუპული სამხედროების რიცხვს ასახელებენ.

უკვე ათასი კაცით მეტია ვიდრე ჩეჩნეთში, თან ეს ოფიციალურად რასაც აცხადებენ. 25 900-ია სინამდვილეში, - ამბობს ოკუპანტი სატელეფონო საუბარში.