ოკუპანტებმა სევეროდონეცკში საავადმყოფო დაბომბეს - იერიშებს ქალი ემსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში საავადმყოფო დაბომბეს. იერიშების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავცრელებს. მათი ცნობით, ამ დრომდე ლუგანკსში მხოლოდ ორი სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებდა.
ოლქში მხოლოდ ორი საავადმყოფოა დარჩენილი, რომლებიც ფუნქციონირებენ - სევეროდონეცკში და ლისიჩანსკში. დღეს რაშიტებმა სპეციალურად ცეცხლი სამედიცინო დაწესებულებას გაუხსნეს. რუსებმა იცოდნენ, რომ საავადმყოფო ცარიელი არ იყო. იქ ექიმები და სხვადასხვა სიმძიმის ავადმყოფები იმყოფებოდნენ, თუმცა ამან მტერი არ გააჩერა. ფაქტობრივად, ოკუპანტებს დაჭრილების და მათი დამხმარე ექიმების მოკვლა სურდათ, - განაცხადეს ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში.