პუტინის რეჟიმმა უკრაინელებს პროტესტი არ აპატია - ხერსონში სროლა 24 საათია არ შეწყვეტილა
პუტინის რეჟიმმა უკრაინელებს პროტესტი არ აპატია - რუსები დროებით ოკუპირებულ ხერსონს ისევ ბომბავენ. ქალაქში სროლა უკვე 24 საათია არ შეწყვეტილა.
ოკუპანტები ხერსონში იმ ადამინებს უსწორდებიან, ვინც ქუჩაში უკრაინის დროშით გამოსვლა გაბედა.
ამასთან ომის 64 -ე დღეს პუტინის ახალი სამიზნე ოდესაა. ქალაქის სანაპიროს სამხედრო გემები მიადგა. ოკუპანტების მიზანია უკრაინას საზღავო გასასვლელი სრულად დააკარგვინოს.